აღარ ვართ იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი. ჩვენ უკვე გვაქვს პლატო - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველო, თბილისი - 21:14 | 27.04.2020
ნანახია: 1408

ჩვენი მიზანი იყო, რომ საქართველოში პიკი არ ყოფილიყო და ვირუსი ისე გვემართა, რომ გვქონოდა პლატო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„დღეს ჩვენ, დაანონსებული პიკი არ გვქვს, მაგრამ სწორედ, იმისთვის, რომ ეს პიკი არ ყოფილიყო, ჩატარდა მთავრობის მხრიდან არაერთი ღონისძიება და ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან შესრულდა ყველა ის ვალდებულება და მოწოდება, რომელსაც ჩვენ მათ ვთხოვდით ორი თვის განმავლობაში. ყოველივე ამან, გამოიწვია ერთობლივი შედეგი, რის შედეგადაც ჩვენ უკე აღარ ვართ აპრილის და მაისის რიცხვებში იმის მოლოდინში, რომ გვქონდეს პიკი, არამედ ჩვენ უკვე გვაქვს პლატო. შემდეგი ღონისძიებების გატარების შედეგად კი არის მოლოდინი არის ამ პლატოზე შევძლოთ ინფექციების მართვა, რათა არ მოხდეს შემდგომი ეკონომიკური ზიანი სახელმწიფოსთვის“, - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე