აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 126 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 16:31 | 27.04.2020
ნანახია: 621

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გასულ ერთ დღეში გამოვლინდა კორონავირუსის 27 631 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 1 126 ადამიანი. ეს მონაცემები მნიშნელოვნად განსხვავდება იმ მონაცემებისგან, რომლებიც უნივერსიტეტმა შაბათსა გამოაქვეყნა: მაშინ ერთ დღე-ღამეში გამოვლინდა დაავადების 36 ათასი შემთხვევა, ლეტალური გამოსავლების რაოდენობამ კი 1 995 შეადგინა.

ამასთან, პარასკევს - 24 აპრილს გარდაცვალების 3 332 შემხთვევა დაფიქსირდა, ხუთშაბათს კი - 2 139.

უნივერსიტეტის  მონაცემებით საერთო ჯამში შეერთებულ შტატებში დადასტურებულია კორონავირუსის 965 933 შემთხვევა, გარდაიცვალა 54 877 ადამიანი. აშშ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში პირველა ადგილზეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე