2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 27.04.2020
ნანახია: 687

ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ ხვალ, 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე