ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება - ჩიქოვანი

საქართველო, თბილისი - 13:26 | 27.04.2020
ნანახია: 486

მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, ის სერვისები, რომელიც პირველ ეტაპზე აღდგება, განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უწყებების პროტოკოლის მკაცრი დაცვით.

"ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და, ასევე, შესაბამისი სამინისტროების შესაბამისი რეგულაციების მკაცრი დაცვით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ დავიცვათ ეს მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსნება ეკონომიკური შესაძლებლობები და, გარკვეულწილად, მსუბუქდება შეზღუდვები, ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს და შესაბამის უწყებებს. აქვე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვება. ეს არის მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცირება, ყველამ უნდა უზრუნველვყოთ მაქსიმალური სიფრთხილე იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს კორონავირუსი”, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე