რეანიმაციაში გვყავს 7 პაციენტი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა - ლევან რატიანი

საქართველო, თბილისი - 13:24 | 27.04.2020
ნანახია: 630

რეანიმაციაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია, - განაცხადა თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

მისი თქმით, ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ ერთი ტესტირება ჩატარდა, იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე. მივიღეთ ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი და ისინი გაეწერებიან. დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი ათეული პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ. რეანიმაციაში გვყავს 7 პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებაში - მათი მდგომარეობა, ამ ეტაპამდე, სტაბილურია," - განაცხადა ლევან რატიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე