უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადავმდგარიყავი - ვანო მერაბიშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე

საქართველო, თბილისი - 23:17 | 26.04.2020
ნანახია: 667

ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და უნდა მიმეღო თამამი გადადწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადავმდგარიყავი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფლმა პრემიერ-მინისტრმა და შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ეს საქმე არის დიდი ტრაგედია უპირველეს ყოვლისა გირგვლიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრებისათვის. საქმე იქცა პოლიტიკურ საკითხად, ჩვენი ხელისუფლებისათვის, ჩემი მეგობრებისთვის, პირადად ჩემთვის. მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე და უნდა მიმეღო თამამი გადადწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და უნდა გადავმდგარიყავი“, - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური ხელმძვანელობიდან რამდენიმე პირი განიხილავდა, მათ შორის თავად ისიც, თუმცა ის თანამდებობაზე მაინც დარჩა.

„მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი განიხილებოდა მათ შორის ჩემს მიერაც, საკითხს განიხილავდა რამდენიმე ადამიანი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან, სხვადასხვა დროს იყო სხვადასხვა მოსაზრებები, მაგრამ ეს საკითხი გადაწყდა როგორც გადაწყდა. კიდევ ერთხელ ვამბობ უპირველესყოვლისა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ჩემი გადადგომა უკეთესი იქნებოდა,“ - განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე