სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 15:23 | 06.01.2016
ნანახია: 1336

2016 წლის 6 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 43 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.250 პროცენტით, მაქსიმალური 13.280 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი  11.469 პროცენტით განისაზღვრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე