ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა
საქართველო, თბილისი - 14:40 | 06.01.2016 ნანახია: 1801საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. სამხედროების გაცილების ცერემონიალი ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ასეულის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართეს და საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
„მორიგი როტაცია გვაქვს იანვარ-თებერვლის განმავლობაში. ჩვენი სამხედროების ეს კონკრეტული ასეული მაზარ-ი-შარიფში მიემგზავრება. სამხედროებს წარმატება მინდა ვუსურვო და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობით დაბრუნება. ისევე ამაყად ეტარებინოთ საქართველოს დროშა, როგორც ყველა იმ კონტინგენტს, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მისიებში საქართველოს სახელით. ეს ბიჭები არიან ჩვენი მთავარი იმედი, ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მისიაც ისეთივე წარმატებული და საამაყო იქნება, როგორც ყველა მათი წინამორბედის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ქვედანაყოფმა საფუძვლიანი მომზადება გაიარა და მზად არის, მასზე დაკისრებული ამოცანები შეასრულოს.
„მისია რთულია, მაგრამ ჩვენს დანაყოფს გააჩნია ყველა უნარი მის შესასრულებლად. დანაყოფს ჰყავს გამოცდილი მეთაურები, უნარიანი სერჟანტები, თვითონ მებრძოლებიც არიან ავღანეთის რამდენიმეგზის ვეტერანები. ისინი საკმაოდ კარგად მოემზადნენ გერმანიაში და გერმანულ დანაყოფთან ერთად იქნებიან მაზარ-ი-შარიფში. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებული მისია ექნებათ და ქართულ სახელს, ქართველი მებრძოლის სტატუსს, კიდევ უფრო უფრო მაღლა ასწევენ “,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში შვიდ თვეს დაჰყოფს. ქართველი სამხედროები გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებენ. „ბრავო“ ასეული ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.
ქართველმა სამხედროებმა გადასროლისწინა მომზადება უკვე დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა, კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელმა ინსტრუქტორებმა დადებითად შეაფასეს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა