აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 332 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 25.04.2020
ნანახია: 1037

შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 3 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ერთ დღეში აშშ-ში 3 332 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო წინა 24 საათში -  2 139. ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსმა უკვე 51 017 ადამიანი იმსხვერპლა.

COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში 890 524-ს აღწევს. ბოლო 24 საათში კიდევ 28 819 შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე