მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა

საქართველო, თბილისი - 10:32 | 25.04.2020
ნანახია: 662

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 ათასს მიუახლოვდა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 195 920 ადამიანია გარდაცვლილი. გამოჯანმრთელდა 781 382 პაციენტი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 2 790 986-ს მიაღწია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსული ინფექცია COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე