თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რაოდენობას პირველად გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 21:53 | 24.04.2020
ნანახია: 830

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 3 122-ით გაიზარდა, იმ დროს როცა გამოჯანმრთელბულთა რიცხვმა 3 200-ს გადააჭარბა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

ერთ დღეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირებულთა რაოდენობას პირველად გადააჭარბა. „დღეს გამოვლინდა 3 122 ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში ინფიცირების 104 912 შემთხვევაა დადასტურებული. დღეს ჩვენ 109 პაციენტი დავკარგეთ, სულ გარდაცვლილია 2 600. დღეს გამოჯანმრთელდა 2 246 პაციენტი, სულ 21 737“, - დაწერა ქოჯამ Twitter-ზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე