იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 420 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

საქართველო, თბილისი - 21:19 | 24.04.2020
ნანახია: 605

იტალიაში, ბოლო 24 საათში COVID-19-ით 420 ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულთა რაოდენობამ საერთო ჯამში 25 969-ს მიაღწია. მონაცემებს ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.

ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ეპიდემიის დაწყების დღიდან.  მანამდე ყველაზე დაბალი მაჩვნებელი 12 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც კორონავირუსს ერთ დღეში 431 ადამიანი ემსხვერპლა. წინა 24 საათში 464 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო ერთ დღეში გამოჯანმთრლდა 2 922 პაციენტი, მათმა საერთო რაოდენობამ 60 498-ს მიაღწია.

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 192 994 შემთხვევაა დადასტურებული.

მცირდება ინტენსიური თერაპიის პალატების პაციენტების რაოდენობა, ასევე ჰოსპიტალიზირებულთა საერთო რიცხვი. გასულ 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 803 პაციენტი, რეანიმაციები კი 93 -მა პაციენტმა დატოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე