შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 19:54 | 24.04.2020
ნანახია: 550

შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 50 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 3000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული დაავადებით, Covid-19-ით შეერთებულ შტატებში 50 031 ადამიანი გარდაიცვალა.

შეერთებული შტატები სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

სულ შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირების, 870 468 შემთხვევაა აღრიცხული. 80 937 პაციენტი გამოჯანმრთელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე