მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მომხრეა

საქართველო, თბილისი - 19:50 | 24.04.2020
ნანახია: 1066

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მომხრეა.

„მე რუსეთთან მშვიდობას სრულად ვუჭერ მხარს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა პირობა, რომლის მიხედვითაც ეს მშვიდობა მიიღწევა. და ახლა ეს არც ისე ადვილია“, - განაცხადა სააკაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში. სააკაშვილს მიაჩნია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის რუსეთთან დათმობებზე წავიდეს. „ვფიქრობ, რომ ყველა მისი ნაბიჯი მოწმობს იმას, რომ ის იცავს უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

შეგახსნებთ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას რეფორმების მიმართულებით ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა და დაავალა მოლაპარაკებები გამართოს მსოფლიო სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან. სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშნვას მხარი უნდა დაუჭიროს უმაღლესმა რადამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე