მავნებლური ინსტინქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე - გიგა ბოკერია ანტიკრიზისულ გეგმაზე

საქართველო, თბილისი - 19:15 | 24.04.2020
ნანახია: 597

დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტინქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე - ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმასს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარმოადგინა.

"დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტინქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე - ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან. არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება ასევე, წნეხის შემცირება მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამ არის. დახმარება არის გაუგებარი, მასში არასაკმარისი კრიტერიუმებია. ისინი ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, არჩევანს აკეთებენ ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ. ეს კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაც. ამასთან, საპენსიო შენატანზე ხალხს ისევ უარს ეუბნებიან, რომელიც შეიძლება ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ“, - განაცხდა გიგა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე