თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ

საქართველო, თბილისი - 14:49 | 24.04.2020
ნანახია: 919

თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

"უკიდურესად რთულია მათი იდენტიფიცირება, რადგან ისინი ოფიციალურ ბაზებში არ აღირიცხებიან. მაგრამ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას სოციალური სამსახურების დასამარების მეშვეობით და მათი იდენტიფიცირების მაქსიმალურად გამარტივების გზით, მაშინ როდესაც მოხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება გაუწიოს ამ ადამიანებს ერთჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, კი დასაქმებულები, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.

"ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდომარეობის გამოცხადების შემდგომ, დაკარგა სამსახური, რომელიც ოფიციალურად მუშობდა და დაკარგა სამსახური, აღარ აქვს სამსახური და ვეღრ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნლეოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ გვესმის და ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეხმარებით თითეულ მოქალაქეს 1200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 200 ლარის გაცემით", - განაცხადა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე