ყველა დასაქმებული, რომელმაც სამსახური დაკარგა, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს 6 თვის განმავლობაში - გახარია

საქართველო, თბილისი - 14:40 | 24.04.2020
ნანახია: 614

ყველა დასაქმებული, რომელმაც სამსახური დაკარგა, ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს 6 თვის განმავლობაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჯამში ასეთ მოქალაქეთა რაოდენობა 350 000-ს შეადგენს და ამისათვის 460 მილიონი მილიონი გამოიყო.

"ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც კრიზისის პერიოდში, საგანგებო მდომარეობის გამოცხადების შემდგომ, დაკარგა სამსახური, რომელიც ოფიციალურად მუშობდა და დაკარგა სამსახური, აღარ აქვს სამსახური და ვეღრ იღებს ხელფასს, მიიღებს დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობით ექვსი თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნლეოვანი იყო ამ დახმარების მდგრადობა. ჩვენ გვესმის და ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეხმარებით თითეულ მოქალაქეს 1200 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 200 ლარის გაცემით", - განაცხადა პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე