ნიუ იორკის შტატში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კლებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 22:04 | 23.04.2020
ნანახია: 2849

ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 438 ადამიანი გარდაიცვალა, წინა 24 საათში გარდაცვალების 474 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა.

ნიუ იორკის შტატი აშშ-ში ეპიდემიის ცენტრს წარმოადგენს.

 „გარდაცვლილთა რაოდენობა უზომოდ ტრაგიკულია - 438. ეს მაჩვენებელი ისე სწრაფად არ იკლებს, როგორც ჩვენ გვსურს“, - განაცხადა კუომომ.

გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ჰოსპიტალიზაციის დონე კლებას ისევ განაგრძობს, ამასთან, ახალი შემთხვევები დაახლოებით იგივე დონეზე დგას.

კუომოს განცხადებით ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი 22 აპრილს  15 021-ს შეადგენდა, ერთი დღით ადრე კი - 15 599-ს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე