იტალიაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა პირველად გაუსწრო ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას

საქართველო, თბილისი - 20:38 | 23.04.2020
ნანახია: 790

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან  3 033 პაციენტი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში განკურნებულთა რაოდენობა 57 576-ს შეადგენს.

„დღევანდელი მონაცემები განსაკუთრებულად საიმედოა. გამოჯანმრთელებულთა და გაწერილთა რიცხვმა პირველად გაუსწრო ახალი შემთხვევების რაოდენობას“, - განაცხადა იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანჯელო ბორელიმ.

ქვეყანაში, გასულ 24 საათში COVID-19-ით გარდაიცვალა 464 ადამიანი. საერთო ჯამში დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 25 549-ს აღწევს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 189 973 შემთხვევაა დადასტურებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე