საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 111 ადამიანი განიკურნა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 23.04.2020
ნანახია: 824

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 111-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 111 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 5

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 584.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე