„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 23.04.2020
ნანახია: 850

თბილისში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც პარტია "გირჩი" აქციას მართავდა, 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან ახალგაზრდა ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი.

მამაკაცი ორი მუხლით, კერძოდ კი, ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუორჩილებლობას გულისხმობს.

პოლიციამ დააკავა პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელიც ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“ დაწესებული შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით აქციას იპოდრომზე მართავდა. აქცია-სეირნობა იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებთ 1 საათის განმავლობაში მიმდინაროებდა. იპოდრომზე 30-მდე ადამიანი იყო შეკრებილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე