ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო და სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისში მზად იქნება

საქართველო, თბილისი - 15:05 | 23.04.2020
ნანახია: 480

ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდმა დღეს დაიწყო. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ-ვაქცინოლოგმა, სარა ჯილბერტმა განაცხადა, რომ ვაქცინა, შესაძლოა, მზად იყოს სექტემბრის პირველ ნახევარში.

მთავრობამ ვაქცინაზე მომუშავე ოქსფორდის მკლევართა გუნდი კლინიკური ცდებისთვის 20 მლნ გირვანქა სტერლინგით დააფინანსა.

გარდა ამისა, ვაქცინაზე მუშაობენ ლონდონის საიმპერიო კოლეჯშიც, რომელთაც უკვე დაიმედებელი შედეგები აქვთ. კოლეჯის მკვლევართა გუნმდა მთავრობისგან 22.5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის თქმით, ვაქცინაზე მომუშავე ჯგუფებმა დააჩქარეს ვაქცინის შემუშავების პროცესი ბრიტანეთის ჯანდაცვის მარეგულირებელთან შეთანხმებით.

"გრძელვადიან პერსპექტივაში, ვაქცინა კორონავირუსის დამარცხების საუკეთესო საშუალებაა", - თქვა ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა.

მეთ ჰენკოკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსთან ბრძოლის გლობალური ფრონტის წინა ხაზზეა და თავს არ ზოგავს ვაქცინის დროული შემუშავებისთვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე