საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი გაეწერება, ხვალ კი, შესაძლოა, კლინიკა 17-მა დატოვოს

საქართველო, თბილისი - 13:02 | 23.04.2020
ნანახია: 671

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს გამოჯანმრთელებული 8 პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ განცხადება ლევან რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, რვავე მათგანის შემთხვევაში, განმეორებითმა ანალიზებმა COVID-19-ზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

გარდა ამისა, ლევან რატიანი ამბობს, რომ პირველადი კვლევა ჩაუტარდა 17 პაციენტს და ყველა შემთხვევაში პასუხები უარყოფითია. იმ შემთხვევაში, თუკი განმეორებითი ანალიზები იგივე შედეგს აჩვენებს, რატიანის თქმით, ყველა მათგანი კლინიკას დატოვებს.

"ამ ეტაპზე კლინიკაში არის 90 ინფიცირებული. დღეისთვის უნდა გითხრათ, რომ 8 პაციენტი ეწერება ინფიცირებული კლინიკიდან ბოლო 24 საათში, რაც ყველაზე მეტად გვახარებს, იმიტომ, რომ ამდენი პაციენტი არასდროს არ გაგვიწერია კლინიკიდან. ასევე პირველადი უარყოფითი პასუხები მოსულია დაახლოებით 17-თან. ველოდებით განმეორებით გაგზავნას და თუ ხვალ მოვიდა ეს 17 უარყოფითი ორჯერადად, ხვალ უკვე 17 პაციენტი დატოვებას კლინიკას", - ამბობს ლევან რატიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე