ინფექციურ საავადმყოფოში კრიტიკული პაციენტები აღარ გვყავს - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 12:11 | 23.04.2020
ნანახია: 617

თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის სამედიცინო დირექტორის მარინა ეზგუბაის განცხადებით, მათ კლინიკაში კრიტიკული პაციენტები აღარ ჰყავთ, რადგან ყველას მდგომარეობა დასტაბილურდა.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 44 პაციენტიდან 17 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს.

"44 დადასტურებული პაციენტიდან გვყავს 17 მძიმე პნევმონიით. იცით, რომ კრიტიკული პაციენტები უკვე აღარ გვყავს, საბედნიეროდ, იმ ორივე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და პროგნოზულად იმედი გვაქვს, ყველაფერი ასე გაგრძელდება, მძიმე პნევმონიებში გადავიდა მათი მდგომარეობა", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 107 გამოჯანმრთელდა, 5 - გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე