თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო ჩაიკეტა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 23.04.2020
ნანახია: 637

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. მიზეზი - სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდაა. მოწყობილია 5 ბლოკ-პოსტი, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობას ღვანკითის დატოვების საშუალება არ აქვს.

სოფელში ამ დროისთვის ათი ინფიცირებულია, პაციენტები ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ჩაკეტვა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც სოფელში ახალი კერა გაჩნდა.

სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ღვანკითში 705 ოჯახი ცხოვრობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე