ბოლო 24 საათში ხუთ ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა - ამირან გამყრელიძე

საქართველო, თბილისი - 20:07 | 22.04.2020
ნანახია: 577

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პისიარ მეთოდით ჩატარებული ტესტების რაოდენობა ქვეყანაში სულ უფრო იზრდება.მისი თქმით, ბოლო 24 საათში 695 კველვა ჩატარდა.

„მინდა, გაუწყოთ, რომ თანდათან პისიარ ტესტირება ქვეყანაში იზრდება, უფრო ფართოვდება. ჩვენ დღეს დილას გვქონდა ლაბორატორიული კვლევების პიკი. 24 საათში ჩატარდა 695 კვლევა ხუთ ლაბორატორიაში და აქედან 92 პროცენტი მოდის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამ ლაბორატორიაზე – ლუგარი, ბათუმი და ქუთაისი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ხვალიდან პისიარ ტესტირება კიდევ ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი- სამი თბილისში, ერთი ქუთაისში და ერთი ბათუმში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე