გვაქვს იდეა, როცა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, კვირაში ორი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება ავკრძალოთ - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 16:11 | 22.04.2020
ნანახია: 827

გვაქვს იდეა, როცა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით, კვირაში ორი დღე კერძო ტრანსპორტით გადაადგილება ავკრძალოთ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ facebook ლაივის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია, რაც განპირობებულია იმით, რომ მკვეთრად შემცირებულია ტრანსპორტის გადაადგილება, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად აქტივობები არის დაბალი.

"როდესაც უკვე აღდგება მოძრაობა და შესაბამისი სამსახურები დაიწყებენ მუშაობას, გვაქვს იდეა, რომ კითხვის სახით დავსვათ ჩვენი იდეა. მაინტერესებს საზოგადოების მოსაზრება. კვირაში ორი დღის განმავლობაში, მაგალითად შაბათსა და კვირას, ხომ არ გავაკეთოთ აკრძალვა კერძო ავტომობილებისა და დავტოვოთ მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რათა შესაძლებელი იყოს, აუცილებლობის შემთხვევაში, გადაადგილება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს იდეაა და ამას დასჭირდება დახვეწა. ბუნებრივია. თუმცა ვნახოთ, თუ საინტერესო იქნება. დარგის სპეციალისტები ხუმრობენ კიდეც, თბილისში როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერიაო. ალბათ ყველა ადამიანი ამჩნევს ამას და სჭირდება მოფრთხილება", - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე