მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 22.04.2020
ნანახია: 925

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერმინისტრის თანამდებობა შესთავაზეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტ ზელენსკის გუნდმა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა.

აღნიშნული ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება თავად მიხეილ სააკაშვილიც.

"ჩემთვის დიდი პატივია მივიღო პრეზიდენტ ზელენსკის წინადადება, გავხდე უკრაინის მთავრობის ვიცე-პრემიერი რეფორმების საკითხებში. მე ასევე მქონდა ძალიან ინფორმაციული და სასარგებლო საუბარი პრემიერმინისტრ შმიგალთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც შეეხება მთავრობაში ჩემს შესაძლო მუშაობას", - დაწერა სააკაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე