ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევათა კლების ტენდენცია ნარჩუნდება

საქართველო, თბილისი - 14:25 | 22.04.2020
ნანახია: 812

ესპანეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 435 ადამიანი. ამგვარად, ქვეყანაში უკნასკნელი დღეების განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტაბილურ ნიშნულს ინარჩუნებს.

ეპიდემიის დაწყებიდან ესპანეთში 21 717 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა კორონავირუსის 208 389 შემთხვევა, მათგან 4 211 ბოლო 24 საათში. გამოჯანმრთელდა 85 915 პაციენტი, მათ შორის ბოლო ერთ დღეში - 3 401.

ესპანეთი ამ დროისათვის გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ-ის ადა იტალიის შემდეგ მესამე ადგილზეა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე აშშ-ის შემდეგ.

ჯანდაცვის მინისტრმა სალვადორ ილიამ გუშინ განაცხადა, რომ ესპანეთში ეპიდემიის პიკი გადალახულია. მისი თქმით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების  „მრუდის დახრის“ ეტაპზე იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე