ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები - ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:50 | 22.04.2020
ნანახია: 624

ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, პარლამენტის პლენარულს სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22-მაისამდე გაგრძელებას კენჭი უნდა უყარონ.

გოგიჩაიშვილის თქმით, არსებობს კითხვები, რომელზეც პაუხი აუცილებელია.

„რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენ 22 მაისს დავამთავრებთ საგანგებო მდგომარეობას. ან თუ არ გვაქვს გარანტია, მაშინ ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ საზოგადოება იმიტომ, რომ ადამიანებმა უნდა დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ გალაღებული იყოს სახლში და TikTok-ებით გაართოს ჩვენი მოქალაქეები. ზოგს ამოეწურა ფინანსური რესურსი, ზოგს არ ამოეწურა. ჩვენ გვჭირდება პროგნოზირება. თითოეული ადამიანი იმსახურებს, რომ მან დაგეგმოს ხვალინდელი დღე და ეს პროგნოზირება უნდა გაკეთდეს მთავრობის და ხელისუფლების დახმარებით იმიტომ, რომ ლოგიკა უნდა არსებობდეს ამ გადაწყვეტილების მიღების. თუ მიმართეთ პრეზიდენტს ბრძანების 10 მაისამდე გამოსაცემად, რატომ მოხდა მერე ერთ დღეში ცვლილება 22 მაისამდე? ჩვენ ხომ ვიმსახურებთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას?“, - თქვა გოგიჩაიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე