ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა ცივი იარაღით არქიმანდრიტი დაჭრა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 22.04.2020
ნანახია: 743

ტელეკომპანია "ფორმულის" ინფორმაციით, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი საბა ცივი იარაღით დაჭრა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე