აშშ-ში კორონავირუსის უფრო მძიმე მეორე ტალღას პროგნოზირებენ

საქართველო, თბილისი - 10:47 | 22.04.2020
ნანახია: 771

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცეტრის ხელძღვანელმა რობერტ რედფილდმა Washington Post-ს  განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მომავალ ზამთარს კორორნავირუსის ახალი ტალღა გაცილებით მძიმე იქნება, რადგან გრიპის ეპიდემიის დაწყებას დაემთხვევა.

 „არის ვარაუდი, რომ ჩვნს ქვეყანაზე ვირუსის თავდასხმა მომავალ ზამთარს უფრო მძიმე იქნება... ჩვენთან გრიპისა და კორონავირუსის ეპიდემია ერთმანეთს დროში დაემთხვევა“, - განაცხადა რედფილდმა.

მან აღნიშნა, რომ ორი რესპირატორული დაავადების ერთდროული აფეთქება გამოიწვევს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა მოექცევა  „წარმოუდგენელი დატვირთვის“ ქვეშ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან გარდაცვლილთა რიცხვმა 45 ათასს მიაღწია. ინფიცირებულია 820 ათასზე მეტი ადამიანი.

შეერთებული შტატები მსოფლიოში COVID-19-თ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე