საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 22.04.2020
ნანახია: 514

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 411-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 411 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 97 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 4

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5015 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 573.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 3.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე