იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გამოჯანრთელებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 22:02 | 21.04.2020
ნანახია: 851

იტალიაში გასულ 24 საათში კორონავირუსისგან 2 723 პაციენტი განიკურნა, რაც ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე რეკორდული მაჩვენებელია. ინფორმაციას იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ავრცელებს.

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 183 957 შემთხვევაა დადასტურებული.

გუშინ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ეპიდემიის დაწყებიდან პირველად შემცირდა. სამშაბათს უფრო სწრაფი ტემპით კლება გაგრძელდა.

გამოჯანმრთელებულია 61 600 პაციენტი, განკურებული პაციენტების რეკორდული რაოდენობა დღე-ღამეში გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც ცნობილი გახდა ერთ დღეში 2 563 გამოჯანმრთელებულის შესახებ.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 534 ადამიანი, სულ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულია 24 648 პაციენტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე