მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა - ირაკლი ჩიქოვანი

საქართველო, თბილისი - 17:21 | 21.04.2020
ნანახია: 616

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა, მათ შორის გადაადგილების შეზღუდვების.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე