საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულ 9 წლის ბიჭს, 172 კონტაქტიდან, არავინ დაუინფიცირებია - The Guardian-ი

საქართველო, თბილისი - 16:55 | 21.04.2020
ნანახია: 808

საფრანგეთში კორონავირუსით დაავადებულ 9 წლის ბიჭს 172 კონტაქტიდან არავინ დაუინფიცირებია, მათ შორის COVID-19 არ გადასდებია ბიჭის არც ერთ ახლო ნათესავსა და ოჯახის წევრებს. ამის შესახებ გაზეთი The Guardian-ი წერს.

ყველა ის პირი, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ბიჭს, უსაფრთხოების მიზნით კარანტინში მოათავსეს.

ვიდრე ბიჭს კორონავირუსი დაუდასტურდებოდა, ის ზემო სავოიას დეპარტამენტში 3 სათხილამურო სკოლაში იმყოფებოდა.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ბიჭი  მიეკუთვნება ბრიტანელ სტივ უოლშის კლასტერს, რომელიც დიდი ბრიტანეთის პირველი მოქალაქეა, რომელსაც  COVID-19 დაუდგინდა.

უოლში კორონავირუსით სინგაპურში, პრესკონფერენციაზე ყოფნისას, იანვარში დაინფიცირდა. მოგვიანებით ის თავის ხუთკაცინ ოჯახსა და 10 მოზარდს შეუერთდა, რომლებიც ლონდონიდან ზემო სავოიაში სათხილამურო კურორტ კონტამინ-მონჟუაზე ჩაფრინდნენ.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ჯანდაცვის ორგანოების წარმომადგენლები ამ ფენომენის კვლევისას, ვარაუდობენ, რომ ბავშვები შესაძლოა, არ იყვნენ კორონავირუსის ძირითადი გამავრცელებლები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე