Nokia-მ Alcatel-Lucent-ზე კონტროლი მოიპოვა

საქართველო, თბილისი - 12:53 | 06.01.2016
ნანახია: 1394

სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ფინურმა მწარმოებელმა Nokia-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ კონკურენტ Alcatel-Lucent-ზე კონტროლი მოიპოვა.

ოფიციალური ინტეგრაცუა მიმდინარე თვის შუა რიცხვებში მოხდება.

შეგახსენებთ, რომ Nokia-მ ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში დაანონსა, რომ Alcatel-Lucent-ს 15,6 მლრდ ევროდ იყიდდა. კომპანიის აქციონერებმა გარიგებაზე თანხმობა დეკემბერში გაანაცხადესრაც იმას ნიშნავს, რომ Nokia კომპანია Alcatel-Lucent-ის აქციათა 79 %-ის მფლობელი გახდა.

აღნიშნული გაერთიანების შედეგად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მსხვილი მოთამაშე ჩამოყალიბდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე