ოკუპანტ რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 52 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 14:28 | 21.04.2020
ნანახია: 565

ოკუპანტ რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 642 ახალი შემხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 51 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 427 პაციენტი. ინფორმაციას რუსეთის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 52 763-ს შეადგენს. გარდაცვლილია 456 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 3 873 დამიანი.

ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ინფიცირებული მოსკოვშია - 3 038, შემდეგ მოდის მოსკოვის ოლქი (718) და სანქტ-პეტერბურგი (127).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე