სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 401-ს მიაღწია, გარდაიცვალა 24 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 11:52 | 21.04.2020
ნანახია: 646

სომხეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები გასულ 24 საათში 62-ით გაიზარდა და 1401-ს მიაღწია. გარდაიცვალა კიდევ ორი ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 „სომხეთში  კორონავირუსის 1 401 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 609 პაციენტი. გარდაიცვალა 24 ადამიანი“, - განმარტავენ უწყებაში.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით მკურნალობას გადის 768 ადამიანი, ჩატარაბულია 13 929 ტესტი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე