შრი-ლანკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საფირონი აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:37 | 06.01.2016
ნანახია: 1409

შრი-ლანკაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საფირონი აღმოაჩინეს. როგორც უცხოური პრესა წერს, შრი-ლანკაში ყველაზე დიდი ლურჯი საფირონი იპოვეს და მას უმალვე უწოდეს „ადამის ვარსკვლავი“.

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ ქვა 1404,49 კარატს იწონის. მისი ღირებულება კი დაახლოებით 100 მლნ დოლარზე მეტია. საფირონის მფლობელი მიიჩნევს, რომ ქვას აუციონის მეშვეობით 175 მლნ დოლარად გაყიდის.

აღსანიშნავია, რომ დღემდე ყველაზე დიდ საფირონის ქვად 1395 კარატიანი საფირონი იყო მიჩნეული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე