უკრაინაში ეკლესიის მიერ აღდგომის დღეს საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის რამდენიმე საქმე აღძრეს

საქართველო, თბილისი - 17:56 | 20.04.2020
ნანახია: 896

უკრაინაში სამართალდამცველებმა მოსკოვის საპატრიაქროს დაქვემდებარებული მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ აღდგომის დღეს საკარანტინო რეჟიმის დარღვევისთვის ხუთი საქმე აღძრეს. ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი Facebook-ზე ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამართლადამცველებმა დონეცკის ოლქში სვიატიგორსკის ლავრაში სააღდგომო ლიტურგიაზე მორწმუნეების შეკრების გამო საქმე აღძრეს და კიდევ სამ მსაგვს შემთხვევაზე მასალების შეგროვება დაიწყეს.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ინფიცირებულია 5 710 ადამიანი, გარდაიცვალა 141, ხოლო  გამოჯანმთელდა 347 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე