დაჭრილ სამხედროებს საშობაო საჩუქრები გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 11:01 | 06.01.2016
ნანახია: 1726

ქართულ-ამერიკული ორგანიზაცია „გამარჯვება - პარტნიორობის ალიანსის“ წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს რაგბის კლუბ „არმიას“ მორაგბეებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახები მოინახულეს.

თავდაცვის სამინისტროს მორაგბეებმა გორში მცხოვრებ დაშავებულ სამხედროებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვეს. სამხედროების შვილებმა კი ტკბილეულით სავსე კალათა და მსოფლიო ბრენდი „რაინოს“ რაგბის ბურთები მიიღეს საჩუქრად.

საქველმოქმედო აქცია ქართულ-ამერიკული ორგანიზაციის ეგიდით და ეტლის რაგბის კავშირის პარტნიორობით განხორციელდა. ორგანიზაციის მიზანი დაშავებული სამხედროების რეინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერაა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე