კანადაში 51 წლის მამაკაცმა 16 ადამიანი მოკლა

საქართველო, თბილისი - 10:55 | 20.04.2020
ნანახია: 610

კანადაში, ახალი შოტლანდიის პროვინციაში სროლას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. იუწყება CBC News.

გარდაცვლილთა შორის ერთი პოლიციელია. დაჭრილია კიდევ ერთი სამართალდამცველი.

51 წლის გაბრიელ უორტმანმა ცეცხლი მოქალაქეებს ქალაქ პორტაპიკში და სხვა დასახლებულ პუნქტებში გაუხსნა. პოლიცია მას 12 საათის განმავლობაში ეძებდა.

ოპერაცია კვირას, გალიფაქსის სიახლოვეს დასრულდა, მსროლელი ლიკვიდირებულია.

უორტმანს პოლიციელის ფორმა ეცვა.თუმცა სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომელი არ ყოფილა. პოლიციის კომისარ ბრენდა ლაკის თქმით, ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე