თურქეთში კორონავირუსისგან 107 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 20:06 | 18.04.2020
ნანახია: 694

თურქეთში 107 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ჰავაჰან ქარადენიზი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, რომელმაც საშიში ვირუსი დაამარცხა. იუწყება სააგენტო Anadolu.

ქალი სტაბოლის ერთ-ერთ კლინიკაში 7 აპრილს მოათავსეს. მას კორონავირუსი დაუგინდა. ერთი კვირის შემდეგ კი ქარადენიზი საავადმყოფოდან გაწერეს. მედპერსონალი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა იმის გამო, რომ ქალმა კორონავირუსისგან უსწრაფესად გამოჯანმრთელდა. ექიმების აზრით, მას ძლიერი იმუნური სისტემა დაეხმარა.

ამჟამად ჰავაჰანი სახლში 14-დღიან კარანტინში იმყოფება და ყოველდღე შვილიშვილის მიერ მომზადებულ ყავას მიირთმევს. ქარადენიზი უდიდეს ყურადღებას უთმობს კვებას, საუზმეზე კარაქს, ნაღებს, თაფლსა და რძეს მიირთმევს. მისი ერთ-ერთი საყვარელი კერძი მოხარშული ხორბალია იოგურტით. ქოლესტერინისა და შაქრის დონე ნორმის ფარგლებში აქვს. ჰავაჰანს ძალიან უყვარს ტკბილეული და ხილი. ქალს მთელი ცხოვრების განმავლობაში არასდროს გადაუტანია ოპერაცია და საუკეთესო მეხსიერება აქვს.

ქარადენიზს ოთხი შვილი, 11 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი ჰყავს.მალე მისი ერთ-ერთი შვილიშვილი ბაბუა გახდება.

ბოლო მონაცემებით, თურქეთში ინფიცირებულია 78 546 ადამიანი, გარდაიცვალა 1 769 პაციენტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე