აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე. გთხოვთ დარჩით სახლებში აღდგომასაც! - მეუფე მელქისედეკი

საქართველო, თბილისი - 23:11 | 17.04.2020
ნანახია: 1053

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე, - ამის შესახებ ნათქვამია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ აღდგომა სიკვდილზე ძლევაა და არა სასიკვდილოდ დაინფიცირების დღე! აღდგომა სიცოცხლე და ჯანმრთელობაა! გაუფრთხილდით ერთსაც და მეორესაც, რადგან უფალმა ორივე სწორედ თქვენ, მის ხატებსა და მსგავსებს მოგანიჭათ სიკეთისთვის და არა ფანატიზმისთვის!”, - წერია განცხადებაში.

ეპისკოპის მრევლს მოუწოდებს მაქსიმნლურად დარჩნენ სახლში და ეს იქნება ეღტმანეთზე ზრუნვა და არა ღმერთის უარყოფა.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არაა ღმერთის უარყოფა, ეს არაა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არაა სარწმუნოების ღალატი, ეს მოყვასზე ზრუნვისა და სიყვარულის საკითხია, განა უმთავრესად ამას არ მოგვიწოდებდა ქრისტე მაცხოვარი, რომ ერთმანეთზე გვეზრუნა? თუ ერთმანეთის სიცოცხლეს არ ვუფრთხილდებით და ამას რელიგიური მოტივებით ვამრთლებთ, განა ბევრით განვსხვავდებით იმ მწიგნობარ-ფარისეველთაგან, რომლებმაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს”, - წერის ეპისკოპისოს მიმართვაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე