საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 18 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 22:20 | 17.04.2020
ნანახია: 660

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 681-ს მიაღწია. ერთ დღეში 761 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჟერომ სალომონმა განაცხადა.

 „საავადმყოფოებსა და სოციალურ დაწესებულებებში გარდაცვლილთა რაოდენობა 18 681-ს შეადგენს“, - განაცხადა სალომონმა ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, საავადმყოფოებში გარდაიცვალა 11 478, ხოლო სოციალურ და სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებებში  - 7 203 ადამიანი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე