თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 78 ათასს აჭარბებს

საქართველო, თბილისი - 19:43 | 17.04.2020
ნანახია: 662

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 4 300-ით გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვმა კი 126-ით მოიმატა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა.

რაოდენობამ ბოლო 24 საათში მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

„დღეს გამოვლენილია 4 353 ახალი შემთხვევა, საერთო ჯამში დაინფიცირებულია 78 546 ადამიანი. დღეს ჩვენ 126 პაციენტი დავკარგეთ, სულ გარდაცვლილია 1 769  ადამიანი. გამოჯანმრთელდა 8 631 პაციენტი“, - წერს ქოჯა Twitter-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე