ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ ბოდიში მოიხადონ, რომ ღირსება შერჩეთ - მეუფე იაკობი

საქართველო, თბილისი - 19:27 | 17.04.2020
ნანახია: 1356

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს, გამაფრთხილებელი განცხადებების გამო, ბოდიშის მოხდას სთხოვს.

"თუ ომია, პანიკას ვინც იწვევდა ომის დროს, მე კარგად ვიცი იმათ, რასაც უკეთებდნენ. ბატონ ამირან გამყრელიძეს და ბატონ პაატა იმნაძეს ვგულისხმობ. როდესაც გაჰკივიან და რომ გვიყვირიან, არავინ არ ვართ მაგათგან დავალებული, რომ ასე გვიყვირონ. მოწოდება არ არის... ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც იძახის, რომ აღდგომას ეკლესიაშიარ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ მე, სხვა ექიმებზე არაფერი მაქვს, გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან, მაგრამ ამათი საქციელი ხო, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ", - აცხადებს მეუფე იაკობი.

მეუფე იაკობის თქმით, ხელისუფლებამ მის ეპარქიაში საჯარო სექტორის წარმომადგენლებს უთხრა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე წავლენ, სამსახურებს დაკარგავენ.

"ჩვენთან ეპარქიაში ხელისუფლებამ საჯარო სამსახურის წარმომადგენლებისთვის და მასწავლებლებისთვის დაიბარა, რომ თუ სააღდგომო წირვაზე ან თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები წახვალთ, სამსახურებს დაკარგავთო და ახლა ვნახოთ, ვინ რას დაკარგავს", - თქვა ბოდბის მთავარეპისკოპოსმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე