მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იყოს გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან - სოზარ სუბარი
საქართველო, თბილისი - 19:26 | 17.04.2020 ნანახია: 560დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თვითონ ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი იქნა გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სოზარ სუბარის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განაპირობა იმან, რომ უკვე მკვეთრად გაიზარდა უშუალოდ ქალაქ ბოლნისში დაინფიცირებულთა რიცხვი.
“აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგან სამედიცინო პერსონალს, ექიმებს, ექთნებს უხდებათ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომ ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას, ტესტირებას პრაქტიკულად, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა, რომელიც შეიძლება იყოს და ყველა საეჭვო დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში.
იცით, რომ მარნეული და ბოლნისი, ორი მუნიციპალიტეტი გამოცხადებულია უკვე დიდი ხანია მკაცრს საკარანტინო ზონად. თუმცა იმის გამო, რომ იქ პერიოდულად გავრცელების პატარ-პატარა კერები იჩენდა თავს, მივიღეთ გადაწყვეტილება და შიგნით გამოვყავით რამდენიმე ადგილი, რომლებსაც აეკრძალათ მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებულ ადგილებთან ურთიერთობა. პირველი ასეთი იყო ქვემო ბოლნისი. ზომებმა მოგვცა შედეგი ის, რომ 6-ზე გაჩერდა და იმის მერე აღარ გაიზარდა ამ სოფელში დაინფიცირებულთა რაოდენობა. შემდეგ იყო სავანეთი, სადაც 5 ადამიანი არის დაინფიცირებული.
ზუსტად რომ იცოდეთ გეოგრაფია, გარდა სავანეთისა და ქვემო ბოლნისისა, დღეს ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი არის გამოყოფილი დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან და თვითონ რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც გაკეთებულია საზღვარი - შლაგბაუმი. სულ 5 საკონტროლო პუნქტია. ერთმანეთში მიმოსვლა მაქსიმალურად არის შემცირებული. მთლიანობაში მოსახლეობაც ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს. პრაქტიკულად, შეიძლება ვთქვათ, რომ ამ წუთას ბოლნისში და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის და ძალიან მალე ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. ბოლნისი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი იმიტომ, რომ 47 ადამიანს მიაღწია ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი საკარანტინო ზონა არის გამოყოფილი და ეს არის კაზრეთი და ბალიჭები.
„კიდევ ერთი საკარანტინო ზონა გვაქვს გამოყოფილი, ოღონდ არა, დაინფიცირების გამო, ეს არის კაზრეთი და ბალიჭები, ეს გამოვყავით იმიტომ, რომ იქ მუშაობს RMG, ძალიან ბევრი ადამიანი ერთად არის და ინფექციის გავრცელების საფრთხის გამორიცხვის მიზნით კაზრეთი და ბალიჭები გამოიყო ცალკე ზონად, რომ იქ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა