კლინიკა თიმი დროებით დაიხურა

საქართველო, თბილისი - 19:13 | 17.04.2020
ნანახია: 517

კლინიკა თბილისის მედიცინის ინსტიტუტი დროებით დაიხურება. მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა, რომელიც  2 ექიმს, 5 ექთანსა და 2 პაციენტს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი სხვადასხვა კლინიკაში გადავა, ნაწილი კი - კარანტინში მოთავსდება. საკარანტინო ზონაში გადავიდა საავადმყოფოს თანამშრომლების დიდი ნაწილიც.

კლინიკა თიმში 9 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან - 2 ექიმი, 5 ექთანი და 2 პაციენტიც. პაციენტები, სავარაუდოდ, მედპერსონალისგან დაინფიცირდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე